დღეში რამდენჯერ უნდა ვაჭამოთ კნუტს?

დღეში რამდენჯერ უნდა ვაჭამოთ კნუტს?

კნუტების ზრდის ნორმა – კვირაში 100 გრამის მომატებაა. მაგრამ მათ ზომიერებისა არაფერი გაეგებათ, ამიტომ შეუძლიათ აუცილებელზე გაცილებით მეტი საკვები მიირთვან. მზრუნველმა მეპატრონემ უნდა დაიცვას ბალანსი და მისცეს კნუტს იმდენი საკვები, რათა არ შიოდეს, მაგრამ არც ზედმეტი მოუვიდეს. ასეთი წონასწორობის მიღწევა საკმაოდ ადვილია.

დღის წესრიგის დაცვა

2-3 თვის ასაკში კნუტი, როგორც წესი, დედის რძიდან გადადის მზა რაციონზე. ამ დროს ცხოველს ესაჭიროება ნოყიერი და რეგულარული კვება. დღეში 5-ჯერ, მცირე ულუფებით უნდა იკვებოს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სიცოცხლის პირველ 3 თვეში კნუტის საჭმლის მომნელებელი სისტემა ფორმირდება, ჩოჩხი მაგრდება. იმისთვის, რომ კნუტი ყველა საჭირო სასარგებლო ნივთიერებებით იყოს უზრუნველყოფილი, რეკომენდირებულია ერთმანეთს შეანაცვლოთ მყარი და თხევადი რაციონები. თხევადი საკვების 1 შეკვრა ოთხ ულუფად უნდა გაყოთ, რომელსაც კნუტი დღის განმავლობაში მიირთმევს, წასახელმსებლად კი, 23-28 გრამი მყარი საკვები დაუტოვეთ.

3 თვის შემდეგ კნუტი გადაყავთ სამჯერად კვებაზე. საუზმეზე უნდა მისცეთ თხევადი საკვების მთლიანი შეკვრა, სადილსა და ვახშამზე – ნახევარ-ნახევარი, დღის განმავლობაში წასახემსებლად რეკომენდირებულია 33 გრამი მშრალი საკვები დაუტოვოთ.

ასეთ რეჟიმში კნუტს 1 წლამდე უნდა აჭამოთ, მხოლოდ საჭიროა მყარი საკვების დოზა თვეში ერთხელ თითო გრამით გაუზარდოთ.  

ზედმეტი ჭამის კონტროლი

თუ კნუტი პატრონს საცოდავი თვალებით შესცქერის, ეს იმას სულაც არ ნიშნავს რომ შია, შესაძლოა, უბრალოდ მოფერება უნდა. საკვებით მოფერების ჩანაცვლება არ შეიძლება! მნიშვნელოვანია დააკვირდეთ მაჩვენებლებს, რომლებიც მიგახვედრებთ რომ ცხოველი დანაყრებულია:
  • მომრგვალებული, მაგრამ არა ძალიან შებერილი მუცელი;
  • პირის დაბანა;
  • კმაყოფილი კრუტუნი;
თუმცა, კატას შეუძლია იმის დემონტრირებაც რომ საკვები არ ყოფნის, ამ დროს მას ახასიათებს:
  • აღელვებული ქცევა;
  • მცდელობები პატრონს თათები ჩაავლოს;
  • თითებზე კბენა ან წოვა;
  • მუდმივი კნავილი.
არ ღირს კნუტის ნებაზე სიარული და მისი დიდი რაოდენობის საკვებით გამოკვება, აჯობებს ნაკლები აჭამოთ რათა მომავალში საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები თავიდან ააცილოთ. სწორი კვებითი რეჟიმის დაცვის შემთხვევაში, კნუტი ჯანმრთელი და ლამაზი გაიზრდება, არ ექნება ზედმეტი წონა და სხვა დაავადებები, რომლებსაც ზედმეტი საკვები იწვევს. გაესაუბრეთ თქვენი კნუტის კვების შეხახებ გამოცდილ ვეტერინარს.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!