განიცდიან თუ არა ძაღლები უხერხულობას?

განიცდიან თუ არა ძაღლები უხერხულობას?

ცხადია, ჩვენს შინაურ ცხოველებს შეუძლიათ განიცადონ სხვადასხვა სახის ემოციების პალიტრას, იქნება ეს უანგარო სიყვარული, ცნობისმოყვარეობა, თანაგრძნობა, შფოთვა თუ აგრესია. ისიც კი ცნობილია, რომ ძაღლებს ახასიათებთ ალტრუიზმი – მზადყოფნა, შეუძლიათ თავი საფრთხეში ჩაიგდონ სხვების გადასარჩენად. მათ დაძაბულობას ვხედავთ ისეთ სიტუაციებში, როცა ხვდებიან, რომ რაღაც არასწორად გააკეთეს. ვგრძნობთ მათ სიხარულს სამსახურიდან სახლში დაბრუნებისას. მაგრამ შეუძლიათ თავი უხერხულად იგრძნონ? ეს არც ისე მარტივია.
ცხოველთა ბიჰევიორისტები თანხმდებიან, რომ უხერხულობა, ალბათ, ძალიან რთული ემოციაა ოთხფეხა ცხოველებისთვის. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ცხოველებში კომპლექსური აზრები და ემოციები ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის შესწავლილი. მოლი სამრიჯი, ძაღლების ქცევის სერტიფიცირებული კონსულტანტი, ამბობს, რომ ემოციების შებოჭვამ ან ჩარჩოებში მოქცევამ, შესაძლოა, გაართულოს ურთიერთობა პატრონსა და ძაღლს შორის, გამარტივების ნაცვლად. ”ძალიან რთულია იმის განსაზღვრა, თუ რა არის უხერხულობა და რა არის შიში, დისკომფორტი ან შფოთვა. ეს კომპლექსური ემოციებია და ყველაფერი, რასაც შეგვიძლია ვენდოთ, არის მიზეზშედეგობრივი კავშირი გარემოსა და ძაღლის ქცევას შორის,” – ამბობს სამრიჯი. დოქტორი ტერი ბრაითი, ცხოველთა ბიჰევიორისტი, ამას ეთანხმება. იმისთვის, რომ ძაღლმა თავი უხერხულად იგრძნოს, მას უნდა ჰქონდეს სოციალური ნორმებისა და ზნეობის ზოგადი გრძნობა, რაც მას არ აქვს, ადამიანების მსგავსად. ვინაიდან ძაღლები ვერ გვეუბნებიან რას გრძნობენ, ჩვენ ვხვდებით მათ ემოციებს სხეულის ენის მიხედვით. ძაღლები სწავლობენ “დამშვიდების” სიგნალებს, მაგალითად: იღიმებიან და თავს გვერდით აბრუნებენ, ადამიანი კი ამ ქმედებებს უხერხულობად მიიჩნევს”, – ამბობს მეცნიერი.
чтобы собака чувствовала смущение, она должна обладать общим чувством социальных норм и морали
შეუძლიათ თუ არა ძაღლებს უხერხულობის გამოვლენა, თუ უბრალოდ ჩვენი ინტერპრეტაცია გვაიძულებს, ასე აღვიქვათ? არსებობს კონცეფცია, რომელიც იშვიათად გვესმის სამეცნიერო სფეროს მიღმა – ანთროპომორფიზაცია. ეს არის ადამიანის მახასიათებლების გამოყენება ცხოველებზე ან საგნებზე. მაგალითისთვის, ეს ტერმინი გამოიყენება იმ სიტუაციებზე, როდესაც პატრონები თავიანთ შინაური ცხოველების აცვამენ სადღესასწაულო კოსტუმებს და აკეთებენ დასკვნებს იმის შესახებ, მოსწონს თუ არა ცხოველს საკუთარი ტანსაცმელი. ძაღლს, ალბათ, არანაირი გრძნობა არ აქვს თავისი ჩაცმულობის მიმართ, მაგრამ მისი ემოციების განსახიერება ჩვენივე მოლოდინების შედეგია. გამოკითხვების თანახმად, შინაური ცხოველის ბევრი პატრონი თვლის, რომ მათ ბეწვიან მეგობრებს შეუძლიათ თავი უხერხულად ან დამნაშავედ იგრძნონ. სამრიჯის აზრით: „ხშირად, როდესაც შინაური ცხოველის პატრონებს ან ექსპერტებს სთხოვენ ძაღლების უხერხულობის აღწერას, ისინი ამბობენ: „ამას გაიგებთ, როცა დაინახავთ“. სინამდვილეში, ეს „გაგება“ ჩვეულებრივ ინტუიციური განცდაა, რომელიც ეფუძნება ჩვენს რეაქციას ძაღლის ქცევაზე“. “ძაღლები ისეთივე რთულები არიან თავიანთ გრძნობებსა და ემოციებში, როგორც ადამიანები”, – ამბობს სამრიჯი. “თუმცა, დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რას გრძნობენ ჩვენი შინაური ცხოველები.” ტერი ბრაითიც გამოთქვამს მსგავს აზრს და ამბობს, რომ „ხალხს აქვს მოსაზრება, რომ ძაღლები მათ ჰგვანან; ამიტომ ისინი მუდმივად ანიჭებენ ძაღლებს ადამიანურ თვისებებს. სავარაუდოდ, ძაღლების მდგომარეობა, რასაც პატრონები უხერხულობის განცდის მომენტად მიიჩნევენ, სინამდვილეში ცოტაოდენი ნერვიულობა და შიშია. რადგან გარშემომყოფები ასე იქცევიან“. ძაღლების ქცევის სერტიფიცირებული კონსულტანტი მარია დელეონი თვლის, რომ მეცნიერებაზე დაფუძნებული მიდგომა საუკეთესო საშუალებაა ძაღლის ქცევის გასაგებად. „რადგან არავის შეუძლია ძაღლის გონების წაკითხვა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მიუკერძოებლები ვიყოთ.“- ამბობს ის და დასძენს, რომ ჯერ კიდევ გამოსაკვლევია ძაღლების ქვეცნობიერი. „იმედი მაქვს, რომ მეცნიერების განვითარებასთან ერთად, ჩვენი სფეროც განვითარდება, რადგან ეს არის ყველაზე ეფექტური გზა ძაღლებისა და მათი პატრონების დასახმარებლად“, – ასკვნის სპეციალისტი.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!