ამერიკული პიტბულტერიერი
ამერიკული პიტბულტერიერი ძლიერი და გაწონასწორებული ძაღლია. შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დამცველი ან ოჯახის ძაღლი.
• წარმოშობის ქვეყანა: აშშ
• ზომა: საშუალო
• სიმაღლე: 43-53 სმ
• წონა: 14-27 კგ
• ასაკი: 12-15 წელი
პლუსები
• ძლიერი და ამტანი;
• შესანიშნავი დამცველობითი ინსტინქტი;
• ოჯახის მიმართ მოსიყვარულე;
• მოკლე ბეწვი, რომელიც არ საჭიროებს ხშირ მოვლას.
მინუსები
• საჭიროა ადრეული სოციალიზაცია;
• სიჯიუტისკენ მიდრეკილება;
• ესაჭიროება აქტიური სეირნობა;
• ცივი ამინდის შიში.
ფაქტები ამერიკული პიტ ბულტერიერის შესახებ
• ამერიკულ პიტ ბულტერიერებს ძალიან ძლიერი ყბა აქვთ. თუ ძაღლი რაღაცას ჩაავლებს, ყბის გახსნა გაუჭირდება.
• ამ ცხოველებს დიდი წარმატებით იყენებენ თერაპევტებად. ისინი ხშირი სტუმრები არიან საავადმყოფოებში, მოხუცთა სახლებში.
• შესანიშნავი ყნოსვის გამო, ამერიკულ პიტ ბულტერიერებს იზიდავთ ნარკოტიკების და ასაფეთქებელი ნივთიერებების ძებნა.
• მე-20 საუკუნის დასაწყისში ეს ჯიში ძალიან პოპულარული იყო. ასე რომ, პირველი მსოფლიო ომის დროს ძაღლები ამერიკული არმიის სიმბოლოდ იქცნენ. იმდროინდელ პლაკატებზე ძაღლები ყელზე შეერთებული შტატების დროშის ფერის ქუდებით გამოსახეს. პიტბულები ასევე იყვნენ გამოსახულნი პლაკატებზე, რომლებიც ამერიკულ ჯარში გაწევრიანების კამპანიას აწარმოებდნენ.
• ამერიკული პიტბულტერიერები ჯერ არ არის აღიარებული კინოლოგიის ფედერაციის მიერ. რადგან საბოლოო სტანდარტი ჯერ არ არის ჩამოყალიბებული: ინდივიდების დიდი ნაწილი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება.
ამერიკული პიტბულტერიერის აღწერა
ამერიკული პიტბულტერიერი საშუალო ზომის ძაღლია. აქვს ძლიერი, სპორტული აღნაგობა. ბეწვი მოკლე. ნებისმიერი შეფერილობა მისაღებია მერლის გარდა.
ეს ცხოველები აქტიურები და მოძრავები არიან. არ შეუძლიათ იყვნენ ძალიან მასიურები და მძიმეები. კანის ქვეშიდან კუნთები აშკარად უნდა მოუჩანდეთ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს დუნე აგებულება.
ამერიკული პიტბულტერიერის ხასიათი
მედია მიზანმიმართულად ავრცელებს მოსაზრებას, რომ ეს ძაღლები აგრესიულები არიან ადამიანების და განსაკუთრებით ბავშვების მიმართ. ეს განცხადება არასწორია. რა თქმა უნდა, არ უნდა გაითვალისწინოთ არასწორად აღზრდილი ძაღლები ან ისინი, რომლებზეც ადამიანები ძალადობდნენ. აგრესიული ხასიათი გვხვდება არა მხოლოდ ამერიკულ პიტბულტერიერებში, არამედ სხვა ჯიშებშიც.
სინამდვილეში, ძაღლები მეგობრულები არიან ბავშვების მიმართ. მათ უყვართ მათთან თამაში. შინაური ცხოველი შეიძლება იყოს შესანიშნავი მეგობარი ბავშვისთვის, მაგრამ მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ არ ღირს ასეთი დიდი ცხოველების პატარებთან დიდი ხნით მარტო დატოვება. მუდმივი მეთვალყურეობაა საჭირო. ბავშვებს უნდა ვასწავლოთ ძაღლთან სწორად მოქცევა: კუდში არ ჩაავლოს, არ სცემოს, საკვების ჯამი არ წაართვას.
მიუხედავად მათი საშიში გარეგნობისა, ამერიკული პიტბულტერიერები ალერსიანები და მშვიდები არიან. ძალიან უყვართ თავიანთი ოჯახის ყველა წევრი. ძლიერად არიან მიჯაჭვულები პატრონთან, როცა პატრონი მიდის, ძალიან ენატრებათ. ასეთი ძაღლის დიდხანს მარტო დატოვება არ არის რეკომენდებული, მას ადამიანთან ურთიერთობა სჭირდება.ეს ცხოველები კარგი დამცველები დგებიან: ამერიკული პიტბულტერიერი დაიცავს თავისიოჯახის ყველა წევრს ნებისმიერ სიტუაციაში. მასთან ერთად სიარული ღამითაც არ არის საშიში, რადგან ის ყოველთვის დაგიცავთ ხულიგნებისგან, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად. სათანადო აღზრდის შემთხვევაში ძაღლი კარგი დარაჯი გახდება. ამერიკული პიტბულტერიერები უფრთხიან უცხო ადამიანებს მიმართ. ისინი ხმამაღალი ყეფით საფრთხის მოახლოების შესახებ პატრონს ყოველთვის გააფრთხილებენ.
მნიშვნელოვანი მიზეზის გარეშე, ასეთი ძაღლები ძალიან იშვიათად ყეფენ. სათანადოდ გაწვრთნილი ძაღლი საპატიო მიზეზის გარეშე არასოდეს დაესხმევა თავს ადამიანს.
ამერიკული პიტბულტერიერისთვის დროული სოციალიზაცია უაღრესად მნიშვნელოვანია: მას ადრეული ასაკიდანვე უნდა გააცნონ უცნობეი და ცხოველები. კარგად აღზრდილი ძაღლი მშვიდად იქცევა როგორც სახლში, ისე ქუჩაში.
სასეირნო მოედანზე ასეთ ძაღლს ყურადღებით აკვირდებიან. კარგად აღზრდილი შინაური ცხოველი ჩხუბში არ ჩაებმევა, მაგრამ თუ რომელიმე ძაღლი კონფლიქტის დაწყებას გადაწყვეტს, ამერიკული პიტბულტერიერი უკან არ იხევს და ბოლომდე იბრძოლებს.ამ ათლეტებს სჭირდებათ რეგულარული ფიზიკური დატვირთვა და ვარჯიში, რათა ძაღლი სიბერემდე საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში იყოს. ისინი წარმატებით მონაწილეობენ სპორტულ სახეობებშიც.
ამერიკული პიტბულტერიერებს ინტელექტი კარგად აქვთ განვითარებული. მათ შეუძლიათ საკმაოდ სწრაფად აითვისონ ახალი ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ძაღლები შეიძლება იყვნენ ჯიუტები და უარი თქვან ბრძანებების შესრულებაზე. ამიტომ ასეთ ძაღლს სჭირდება თავდაჯერებული პატრონი, რომელიც დაუყოვნებლივ აღკვეთს დაუმორჩილებლობის ყველა მცდელობას.
წვრთნა
პიტბულების წვრთნა ადრეულ ასაკში იწყება. სახლში მოყვანის პირველივე დღიდან ლეკვმა უკვე უნდა აითვისოს ელემენტარული უნარები: მაგალითად, ისწავლოს ტუალეტში სიარული ერთსა იმავე ადგილას, დაიძინოს თავის დასაწოლზე, ჭამოს საკუთარი ჯამიდან, ნორმალურად რეაგირებდეს საბელზე, საყელოზე და ალიკაპზე.
მეპატრონე ყოველთვის წინასწარ ამზადებს სახლს მომავალი ბინადრისთვის. აუცილებლად უნდა უყიდოს დასაწოლი, ჯამი საკვებისა და წყლისთვის, ასევე, გასეირნობისთვის საჭირო აღჭურვილობა.
უმჯობესია შეურჩიოთ მოკლე და ადვილად წარმოსათქმელი სახელი. თუ ძაღლი საშენიდან წამოიყვანეთ და სახელი უკვე აქვს, შეგიძლიათ აირჩიოთ ამ მეტსახელის შემოკლებული ვერსია, რადგან სუფთა ჯიშის ინდივიდებში ისინი ყოველთვის საკმაოდ გრძელი და ძნელად წარმოსათქმელია ხოლმე. ლეკვის უსაფრთხოებაზეც უნდა დაფიქრდეთ. აუცილებელია იატაკიდან ყველა პატარა ნივთის აღება, რათა მან არ გადაყლაპოს ისინი. შეძლებისდაგვარად მაღლა ასწიეთ კომპიუტერის და ტელეფონის კაბელები და სადენები. დახურეთ შტეფსელები. ძაღლის სახლში ყოფნის პირველ დღეებში მუდმივად ადევნეთ თვალყური, მარტო არ დატოვოთ.
დაუყოვნებლივ ასწავლეთ ცხოველს რა შეიძლება და რა – არა.
არავითარ შემთხვევაში არ შეცვალოთ თქვენი გადაწყვეტილებები: თუ თქვენ აპირებთ ძაღლს აუკრძალოთ თქვენთან ერთად ძილი, საჭმლის მათხოვრობა სუფრიდან, გააკეთეთ ეს პირველივე დღეებიდან. იყიდეთ სათამაშოები თქვენი ლეკვისთვის. უმჯობესია შეიძინოთ ისინი ვეტერინარულ მაღაზიებში, ჩვეულებრივი საბავშვო სათამაშოები არ გამოგადგებათ. ხშირად ისინი მზადდება დაბალი ხარისხის მასალებისგან, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ძაღლის ჯანმრთელობას. მაგალითად, ჩვეულებრივ რბილ სათამაშოებს აქვთ სხვადასხვა წვრილმანი დეტალები ღილების და ნაქარგების სახით, რომლებსაც ძაღლი ადვილად დახევს და გადაყლაპავს. გარდა ამისა, სათამაშოებს არჩევენ ცხოველის პირის ზომის მიხედვით.
ყველა ძაღლმა უნდა იცოდეს ძირითადი ბრძანებების ნაკრები. ისინი დაეხმარებიან პატრონს შინაური ცხოველის ქცევის გაკონტროლებაში როგორც სახლში, ასევე ქუჩაში.
ეს ჩვეულებრივ, არის:
• „დაჯექი“;
• „დაწექი“;
• „ხმა“;
• „მომეცი“;
• „ჩემთან“ და ა.შ.
წვრთნა რეგულარული პროცესია. ახალი ცოდნის დაუფლება შინაურ ცხოველთან ერთად კვირაში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ მეცადინეობით შედეგს ვერ მიაღწევთ. იდეალურ შემთხვევაში, გაკვეთილები უნდა იყოს ყოველდღიური. არასწორია ივარაუდოთ, რომ ძაღლის წვრთნას ნახევარი დღე დასჭირდება. ზრდასრულს, საშუალოდ, დღეში დაახლოებით ნახევარ საათს ავარჯიშებენ, ლეკვს – 10-15 წუთს უთმობენ.
წვრთნა ტარდება როგორც სახლში, ასევე სეირნობის პროცესში. მთავარია ცხოველისთვის წყნარი და განცალკევებული ადგილი შეარჩიოთ, სადაც მას ყურადღებას არავინ გაუფანტავს. ის ვერ ივარჯიშებს იქ, სადაც ბევრი მანქანაა, ხალხი ხმაურობს, ძაღლები ყეფა ისმის. აუცილებლად წაახალისეთ. ეს შეიძლება იყოს სიტყვიერი შექება, ყურს უკან მოფხანა ან სასუსნავები. ამ მიზნით მშრალი საკვები საუკეთესოდ გამოგადგებათ. მისი თან წაღება ძალიან მოსახერხებელია.
ვისთვის არის ეს ჯიში შესაფერისი?
ამერიკული პიტბულტერიერი არის ჯიში, რომელიც შესაფერისია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გეგმავენ იყოლიონ კარგი ფიზიკური აღნაგობის მქონე, აქტიური და მოძრავი, ძლიერი და ამტანი, მოკლებეწვიანი, ადვილად მოსავლელი, შესანიშნავი დამცველობითი თვისებების მქონე ძაღლი.
ეს ჯიში არ არის შესაფერისი ძაღლების მომშენებლებისთვის, რომლებსაც უნდათ იყოლიონ ძაღლი ვოლიერში ან ჯიხურში, ვერ შეძლებენ წვრთნისას სიჯიუტე გამოავლინონ, არ სურთ ფიზიკურად აქტიური ცხოვრებით ცხოვრება, არ აპირებენ ძაღლის ადრეულ სოციალიზაციაზე ზრუნვას.
ამერიკული პიტბულტერიერების ყოლა შეუძლიათ როგორც მარტოხელა, ასევე დაოჯახებულ ადამიანებს. მთავარი მოთხოვნაა რეგულარული ვარჯიში შინაურ ცხოველთან ერთად. თან ატარეთ ბუნებაში, პიკნიკებზე, ლაშქრობებზე. გამძლეობისა და სიძლიერის წყალობით ძაღლი ადვილად უმკლავდება ტყეში ან მთებში მოგზაურობას.
ამერიკული პიტბულტერიერი მხოლოდ იმ ადამიანს დაემორჩილება, რომელშიც ლიდერს ხედავს. ამიტომ მისი პატრონი თავდაჯერებული და ჯინიანი უნდა იყოს.
Leave your comment