ამერიკული აკიტა

ამერიკული აკიტა

მახასიათებლები   არმოშობის ქვეყანა აშშ, იაპონია   ზომა დიდი   სიმაღლე 61–71 სმ   წონა 35-50 კგ   ასაკი 10-12 წლის   მოკლე ინფორმაციაჭკვიანი ძაღლი;დამოუკიდებელი, მიდრეკილია დომინირებისკენ;მეგობრული და ძალიან მშვიდი;ისუფთავის მოყვარული, კომუნიკაბელური.   ამერიკული აკიტას ჯიშის აღწერა ამერიკელი აკიტა ლამაზი და თვალშისაცემი ძაღლია, რომელიც გარეგნულად საყვარელ დათვის ბელს ჰგავს. თუ თქვენ ოდესმე გინახავთ ამერიკელი აკიტა ფოტოზე ან ცხოვრებაში, მაშინ სხვა ჯიშში არასდროს აგერევათ. გარდა იმისა, რომ ეს ძაღლები საკმაოდ დიდი ზომისანი არიან, გამოირჩევიან მასიური ჩონჩხითაც. მათი სახე დათვისას გავს. და სიმაღლე და წონა დამოკიდებულია სქესზე. ხვადების სიმაღლე 71 სანტიმეტრს აღწევს, ხოლო წონა 45-დან 65 კილოგრამამდე. ძუების სიმაღლე 61-დან 66 სანტიმეტრამდე მერყეობს. წონა კი შეიძლება იყოს 32-დან 45 კილოგრამამდე.   ამერიკული აკიტას ხასიათი ამერიკელი აკიტა უფრო მორჩილი და კომუნიკაბელურია, ის უფრო ემორჩილება ადამიანს, თავს არ უთანაბრებს. თუმცა, მისი პატივისცემა უნდა დაიმსახუროთ, ასე რომ თქვენ უნდა დაიწყოთ ძაღლის აღზრდა დაბადებიდან. ვინაიდან ეს არის ინტელექტუალური ჯიში, რომელიც ცნობს ერთფეროვნებას და უაზრო მორჩილებას, შეიძლება მის გასაწვრთნელად სპეციალისტის დახმარებაც დაგჭირდეთ. ასევე, აუცილებელია ძაღლის სოციალიზაციაზე ადრევე იზრუნოთ, მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ ეს მისი დომინირებისკენ ლტოლვას არ ჩაკლავს. ამერიკელი აკიტა არც ისე კარგად თანაცხოვრობს სხვა შინაურ ცხოველებთან, განსაკუთრებით თუ ერთი სქესისა არიან. მასში ნადირობის წინაპრების ხმა არ ჩამკვდარა, ამიტომ პატარა ცხოველებთან თანაცხოვრება შეიძლება გაუჭირდეს.აკიტები აგრესიულები არ არიან , მოსწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ არ არიან მომთხოვნი და გაგებით ეკიდებიან პატრონის სურვილს დაისვენოს და მარტო იყოს. ისინი კარგად უგებენ ბავშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვები მათ პატივს სცემენ. ამერიკელი აკიტა წვრილმანებზე ხმაურს არასოდეს ატეხს. ეს არის თავშეკავებული ძაღლი, რომელიც არ ყეფს, როცა ფაჩუნი ან ფეხის ხმა ესმის. ის გრძნობს ზღვარს რეალურ საფრთხესა და სხვა ხმებს შორის. თუ ამ ჯიშის ძაღლს მაღალსართულიან კორპუსში იყოლოებთ, მეზობლებთან კონფლიქტზე შეგიძლიათ არ ინერვიულოთ. ცხოველი საპატიო მიზეზის გარეშე არ ყეფს და არ ყმუის. და თუ ვინმე მსგავს ხმას გაიგებს, მაშინ ეჭვგარეშეა, რომ ძაღლი “განგაშის სიგნალს” იძლევა. ამ ძაღლებს არ ახასიათებთ ცანცარი, რადგან კეთილშობილება სისხლში აქვთ. ისინი არ აწუხებენ და თავს არ აბეზრებენ პატრონს, მით უმეტეს, თუ ის დაკავებულია ან არ არის განწყობილი კომუნიკაციისთვის. აკიტები მკაფიოდ გრძნობენ ადამიანის განწყობას, აქვთ ემპათიის საოცარი უნარი. ამერიკულ აკიტას პირადი სივრცე სჭირდება. ამიტომ, საკუთარ თავთან მარტო დროის გატარება ძალიან კარგად გამოსდის. ამერიკული აკიტას კიდევ ერთი განმასხვავებელი თვისებაა მისი ბუტიაობა. რა თქმა უნდა, წვრილმანებზე არ გაგინაწყენდებათ, მაგრამ თუ პატრონი დაუყვირებს ან მის წინააღმდეგ ფიზიკურ ძალას გამოიყენებს, მაშინ მისი ავტორიტეტი მყისიერად შეირყევა. ეს ძაღლს დიდხანს ემახსოვრება და შეიძლება არასოდეს აპატიოს. ამის გამო, მომავალში შეიძლება მის დამორჩილებასა და წვრთნაში პრობლემები შეგექმნათ
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!