ალაბაი ან შუააზიური ნაგაზი

ალაბაი ან შუააზიური ნაგაზი

ალაბაი გაწონასწორებული ხასიათის ძაღლია. ძლიერი, შრომისმოყვარე, ოჯახის უკიდურესად ერთგული. უყვარს ბავშვები.წარმოშობის ქვეყანა: ცენტრალური აზია (თურქმენეთი)ზომა: დიდისიმაღლე: 65 სმ-დან და ზემოთწონა: 40-დან 80 კგ-მდეასაკი: 10-12 წელიFCI ჯიშის ჯგუფი: პინჩერები და შნაუცერები, მოლოსები, მთის ძაღლები და შვეიცარიული პირუტყვის მადევარი ძაღლები

პლუსებიდაცველის ესანიშნავი ინსტინქტი;კარგად ეწყობა სხვა შინაურ ცხოველებს;შესანიშნავად უძლებს ძლიერ ყინვებს;ამტანი და ძლიერი.

მინუსებიშეიძლება იყოს ჯიუტი;დიდი ზომიაა;ზრდის ხანგრძლივი პერიოდი;საჭიროებს აქტიურ სეირნობას და ფიზიკურ დატვირთვებს.

ძირითადი ალაბაების შესახებ2020 წელს თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში – ალაბაის მოოქროვილი ძეგლი დაუდგეს. ამ ქმნილების ავტორი ქვეყანაში ცნობილი მოქანდაკე სარაგტ აბაევი გახდა. ძეგლის სიმაღლე 15 მეტრია. თურქმენეთში ეს ჯიში ეროვნულ საგანძურად ითვლება.ალაბაის საბრძოლო თვისებებზე არაერთი ლეგენდა დადის: ითვლება, რომ ამ ძაღლებს ნებისმიერის დამარცხება შეუძლიათ – დოგების, როტვეილერების, ბულტერიერების და სტაფორდშირების. • „ხბოსგან ზომის მქონე არსება, ბავშვის სულით” – ასე ამბობენ თურქმენეთში ამ ჯიშის წარმომადგენლებზე.ალაბაი ძალიან უპრეტენზიოა საკვებში. შუა აზიის კლიმატის პირობებში ჩამოყალიბებული ჯიშის წარმომადგენლები მიჩვეულები არიან დიდი ხნის განმავლობაში საკვებისა და წყლის გარეშე ყოფნას. ძველად ალაბაი საკვებს პატარა მღრღნელებზე ნადირობით მოიპოვებდა.ამ ძაღლებს შუა აზიის სხვადასხვა ქვეყანაში სხვანაირად უწოდებენ. თურქმენეთში – ალაბაებს, ყაზახეთში – ტობეტებს, უზბეკეთში – ბურიბაზარებს. Next შუააზიური ნაგაზის აღწერა ალაბაი ძალიან დიდი ძაღლია. მას აქვს ძლიერი ჩონჩხი, კუნთები კარგად აქვს განვითარებული (მაგრამ არა რელიეფური). სხეული ძლიერი, ზურგი საკმაოდ განიერი. სხეული ზომიერად დაჭიმული აქვს. ფეხები ძალიან ძლიერი. ჯიშის წარმომადგენელთა დამახასიათებელი თვისებაა მაღალი გავა, რაც საშუალებას აძლევთ, რაც შეიძლება სწრაფად გადაადგილდნენ ნებისმიერ რელიეფზე და მაღლა ახტნენ. ბეწვი სქელი და უხეშია, შეიძლება ჰქონდეს მოკლე ან გრძელი. შეფერილობა რამდნეიმენაირია, კანი სქელი და ელასტიური. ცხოველებში სქესი მაშინვე შესამჩნევია: მამრები ბევრად უფრო ძლიერები და მსხვილნი არიან. მათი სქესის გარჩევა მარტივია: ხვადები ძუებზე ბევრად უფრო ძლიერები და მსხვილები არიან.   ალაბაის ხასიათი ეს ძაღლი სიმშვიდითა და გაწონასწორებულობით გამოირჩევა. გაწვრთნილი ძაღლის გაბრაზება საკმაოდ რთულია. ალაბაებს უმიზეზო აგრესია არ ახასიათებთ. დამცველობითი და დარაჯის ინსტინქტები უმაღლეს დონეზე აქვთ განვითარებული. უცნობების მიმართ ეს ნაგაზები უნდობლობას და სიფხიზლეს იჩენენ. თუმცა, ძაღლი უმიზეზოდ თავს არავის არასოდეს დაესხმება. თუ ის უცხო ადამიანისგან საფრთხეს ვერ გრძნობს, უბრალოდ, იგნორირებას გაუკეთებს. სამშობლოში ასეთი ძაღლების პატრონები არ იყენებენ საკეტებს სახლში, რადგან ასი პროცენტით არიან დარწმუნებული თავიანთ შინაურ ცხოველებში. ალაბაი დაუყოვნებლივ რეაგირებს საცხოვრებელში შეღწევაზე. როგორც წესი, ქურდებს უშვებენ, მაგრამ უკან – აღარ, ელოდებიან პატრონის დაბრუნებას, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, დაუპატიჟებელ სტუმარს რა უყოს. ხშირად არ ყეფენ. და, როგორც წესი, არა უმიზეზოდ. ხმა ყველაზე ხშირად ყრუ და მძლავრი აქვთ. ხშირად ამ შინაურ ცხოველებს ოჯახის ძაღლებად იყვანენ. ოჯახის ალაბაები ყველა წევრს კარგად ექცევიან და მზად არიან დაიცვან ისინი. მშვიდად რეაგირებენ სახლში სხვა ცხოველებზე, განსაკუთრებით თუ მათთან ერთად იზრდებიან. ბავშვების მიმართ მომთმენნი არიან. მათ შეუძლიათ დიდი ხნის განმავლობაში თამაში. მაგრამ მშობლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ბავშვის ამხელა ძაღლთან მარტო დატოვება არ ღირს. შემთხვევით შეიძლება ბავშვი დააგდოს, ან დააზიანოს. ახალგაზრდა ალაბაები უფრო აქტიურები და მოძრავები არიან. მომწიფებული ალაბაი ყველაზე ხშირად უფრო მშვიდია, ზოგჯერ ფლეგმატურიც კი. ალაბაები ძალიან ძლიერები და ამტანები არიან. ზამთარში ადვილად ატარებენ ბავშვებს მარხილით. ეს ჯიში სრულიად უშიშარია. ოჯახის დასაცავად ისინი ნებისმიერ გარეულ მხეცს, მათ შორის დათვსა და მგელს, შეებრძოლება. იმისათვის, რომ ეს ძაღლი სასეირნო ზონაში მყოფი მისი „ახლობლების“ მიმართ მშვიდი იყოს, მნიშვნელოვანია მისი დროული სოციალიზაცია. ჯიშის წარმომადგენლები ხშირად დომინირებისკენ არიან მიდრეკილნი. ალაბაის ინტელექტის მაღალი დონე აქვს. ახალი ბრძანებებს მარტივად ითვისებს. პატრონისთვის მთავარია ალაბაის აჩვენოს, ვინ არის ლიდერი. ძაღლი მზად იქნება დაემორჩილოს მას, ვისაც უდავო ლიდერად თვლის. ასეთი ძაღლის პატრონი დაჟინებული და მომთხოვნი ადამიანი უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში მის აღზრდასა და გაწვრთნას თავს ვერ გაართმევს. შუააზიური ნაგაზები ძალიან სპორტულები არიან. მათ შეუძლიათ დაკავდნენ სხვადასხვა სპორტით, კარგი ფორმის შესანარჩუნებლად რეგულარული ფიზიკური დატვირთვა სჭირდებათ.   ვისთვის არის შესაფერისი ეს ჯიში? ალაბაი არის ჯიში, რომელიც შესაფერისია ძაღლის მომშენებლებისთვის, რომლებიც გეგმავენ ძაღლის ყიდვას ვოლიერში საცხოვრებლად, სახლის სადარაჯოდ და დაცვის მიზნით, სურთ დიდი ზომის ძაღლი, რომელიც კარგად შეეგუება სხვა ინაურ ცხოველებს, იქნება მშვიდი და გაწონასწორებული. ასეთი შინაური ცხოველები არ შეეფერებიან ადამიანებს, რომლებსაც არ უყვართ ფიზიკური დატვირთვა, არ სურთ ძაღლის სოციალიზაციაზე ზრუნვა, და არ უნდათ ძალიან დიდი ზომის, ჯიუტი ძაღლის ყოლა. ალაბაის პატრონი უნდა იყოს აქტიური, უნდა ჰქონდეს ლიდერის თვისებებით. ძაღლი მხოლოდ იმას დაჯერებს, ვისაც “ხროვის ლიდერად” ჩათვლის. ეს ჯიში არ შეეფერება სახლში ჯდომის მოყვარულ ადამიანებს. ეს ნაგაზი შეიძლება იყოლიოს როგორც მარტოხელა, ასევე დაოჯახებულმა პირმა. მთავარი პირობაა ალაბაის აუცილებელი პირობებით უზრუნველყოფა და მისი ფიზიკური დატვირთვა რეგულარულად. არ აიყვანოთ ალაბაი, როგორც პირველი შინაური ცხოველი. პატრონი უნდა იყოს გამოცდილი, ძლიერი ხასიათის მქონე ადამიანი, რომელმაც ძაღლების აღზრდა იცის.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!